საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის პლაგიატის საკითხებზე
2026 წლის 24 მარტს, ბნუ-ს სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც პლაგიატის საკითხებსა და მის პრევენციას შეეხებოდა. შეხვედრას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, თათია ცეცხლაძე უძღვებოდა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობის, პლაგიატის სხვადასხვა ფორმისა და მისი თავიდან აცილების პრაქტიკული მეთოდების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყაროების სწორ გამოყენებასა და ციტირების სტანდარტების დაცვას.
აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებში პასუხისმგებლობის გაზრდისა და აკადემიური ეთიკის კულტურის დამკვიდრებისთვის, რაც ხარისხიანი განათლების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს.
