სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის სტუდენტის სტატუსის მართვის პროცედურების შესახებ

17 მარტი 2025

2025 წლის 17 მარტს, ბნსუ-ში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებისთვის, რომლებიც ეხებოდა სტუდენტის სტატუსის მართვის ძირითად პროცედურებს.

შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო სტატუსის მინიჭების, შეჩერების, აღდგენისა და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისი ვადები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების უფლებებსა და ვალდებულებებს, ასევე შიდა და გარე ელექტრონულ სისტემებში ინფორმაციის ასახვის წესებს. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პრაქტიკული განმარტებები.

შეხვედრებმა ხელი შეუწყო სტუდენტების ინფორმირებულობისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.