სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის სტუდენტის სტატუსის მართვის პროცედურების შესახებ

26 სექტემბერი 2025

2025 წლის 26 სექტემბერს, ბნუ-ში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებისთვის, რომლებიც ეხებოდა სტუდენტის სტატუსის მართვის ძირითად პროცედურებს.

შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო სტატუსის მინიჭების, შეჩერების, აღდგენისა და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისი ვადები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების უფლებებსა და ვალდებულებებს, ასევე შიდა და გარე ელექტრონულ სისტემებში ინფორმაციის ასახვის წესებს. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პრაქტიკული განმარტებები.

შეხვედრებმა ხელი შეუწყო სტუდენტების ინფორმირებულობისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას