სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან პროგრამებისა და სასწავლო პროცესის შეფასების საკითხებზე

3 აპრილი 2025

2025 წლის 3 აპრილს, ბნსუ-ში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა სტუდენტებთან, რომელიც შეეხებოდა საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ განხორციელებული შეფასებების განხილვას.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია შეფასებების შედეგების შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სასწავლო პროცესის ეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრები უზრუნველყოფდა ორმხრივ კომუნიკაციას სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის. მიღებული უკუკავშირი გაანალიზდა და გამოყენებულ იქნა ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.

აღნიშნული პრაქტიკა ხელს უწყობს სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებში.