სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

31 ოქტომბერი 2024

2024 წლის 30 ოქტომბერს, ბნსუ-ში სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს მიეძღვნა.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება იმ მრავალფეროვანი საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც მათ ბნსუ სთავაზობს საერთაშორისო განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების გზაზე.

შეხვედრაზე სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის:

  • ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამა
  • ERASMUS+ გარე მობილობის პროგრამა
  • უნივერსიტეტის სხვა საერთაშორისო აქტივობები

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომავალი სემესტრისთვის დაგეგმილ სტუდენტურ საერთაშორისო მობილობის პროგრამებს და მათში მონაწილეობის საკონკურსო პირობებს.

შეხვედრას, რომელიც პირველკურსელთა სოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, გიორგი გაბედავა უძღვებოდა.