სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

14 ივლისი 2025

2025 წლის 14 ივლისს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სტუდენტებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს. 

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს გამჭვირვალობას, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის აქტიურ დიალოგს და საბოლოოდ ქმნის პირობებს, სადაც განათლების ხარისხი მუდმივად გაუმჯობესების პროცესშია.