სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

16 სექტემბერი 2026

2026 წლის 16 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ბნუ-ს სტუდენტებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2025–2026 სასწავლო წლის სტუდენტთა გამოკითხვის შედეგების გაცნობა და გამოკითხვის საფუძველზე გამოვლენილი საკითხებისა და რეკომენდაციების შესაბამისად უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების სტუდენტებისთვის გაცნობა.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტთა უკუკავშირის ეფექტიან გამოყენებას, მათ ჩართულობას უნივერსიტეტის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში და ხარისხის უზრუნველყოფის კულტურის გაძლიერებას.