საინფორმაციო შეხვედრები: პროფორიენტაცია და კარიერული განვითარება
22 ივლისი 2024
2024 წლის 15-16 ივლისს, პროფორიენტაციისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბნსუ-ს სტუდენტური სერვისების სამსახურმა საზღვაო ნავიგაციისა და გემის მექანიკის საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთათვის საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს:
- Training Record Book - წარმოება;
- ბნსუ-ს პარტნიორი საკრუინგო კომპანიების მიერ შეთავაზებული ვაკანსიები;
- გასაუბრებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
- CV/რეზიუმეს შევსება;
- სამოტივაციო წერილის შედგენა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
