სიახლეები უკან

სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სწავლება ბნსუ-ში

15 მაისი 2019

 

IMG_5428.JPG

სახანძრო უსაფრთხოების წესები და იმიტირებული განგაში- თეორიული და პრაქტიკული სწავლება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. წვრთნებში მონაწილეობა ბნუს-ს პერსონალმა და სტუდენტებმა მიიღეს.

გამოცხადდა განგაში, რის შემდეგაც განხორციელდა პერსონალის და სტუდენტების ევაკუაცია ძირითადი და დამხმარე კიბეების საშუალებით. თეორიულ სწავლებას სახანძრო უსაფრთხოების სწავლების ინსპექტორი მირანდა კვაჭაძე გაუძღვა.

წვრთნების ფარგლებში ნაჩვენები იქნა ხანძრის ქრობის პროცესი ფხვნილოვანი და ნახშირორჟანგის ცეცხლმაქრების მეშვეობით. ის ბნსუ-ს სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ნიკოლოზ ლეშოკმა განახორციელა.

პრაქტიკული წვრთნები და სწავლება სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წელიწადში რამდენჯერმე იმართება.