საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო შესაძლებლობებისა და განაცხადების მომზადების შესახებ
25 მარტი 2025
2025 წლის 25 მარტს, ბნსუ-ში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო შესაძლებლობების შესახებ აკადემიური პერსონალისა და კვლევით საქმიანობაში ჩართული სტუდენტებისთვის.
შეხვედრაზე განიმარტა ხელმისაწვდომი საერთაშორისო და ეროვნული დაფინანსების წყაროები. მონაწილეებს გაეცნოთ საგრანტო განაცხადების მომზადების ეტაპები და შეფასების ძირითადი კრიტერიუმები. ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და ხშირ შეცდომებს.
შეხვედრამ ხელი შეუწყო საგრანტო აქტივობების ეფექტიან დაგეგმვას.
