სიახლეები უკან

სამდღიანი რეგიონული ვირტუალური სემინარი „France - Eastern Partnership “ 29.04.2021

29 აპრილი 2021

180515322_4552411571436061_6054230088068110766_n.png

✅ 2021 წლის 27-29 აპრილს, საქართველოს ფრანგული უნივერსიტეტის ორგანიზებით სამდღიანი რეგიონული ვირტუალური სემინარი „France - Eastern Partnership“ გაიმართა. ✅ სემინარი მიზნად ისახავდა ყველა უმაღლესი სასწავლებლის თავმოყრას ერთ სივრცეში საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, რათა დაემყარებინათ კონტაქტები, თანამშრომლობა, განეხილათ ახალი თანამშრომლობის გზები, როგორიცაა erasmus + შესაძლებლობები. ✅ სემინარის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ დასწრებოდნენ სემინარებს შემდეგი მიმართულებით: Erasmus +, francophone, scientific, tourism or agro-food university cooperation. ✅ აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, მან სემინარის ფარგლებში შეხვედრები გამართა საფრანგეთის შესაბამისი პროფილის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც უცხოელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ბნსუ-ს შესახებ და მათთან ერთად იმსჯელა სამომავლო თანამშრომლობის გზებსა და შესაძლებლობებზე. ✅ შესაბამისად ბნსუ უახლოეს მომავალში კიდევ რამოდენიმე საფრანგეთის უნივერსიტეტთან დაიწყებს პარტნიორულ ურთიერთობას.