სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსი ბნსუ-ში

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიზნობრივი საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსს. კონკურსი ცხადდება 2018 წლის 12 თებერვლიდან. კონკურსის პრიორიტეტულ მიმართულებაა სატრანსპორტო ლოგისტიკა. კონკურსის ჩატარების ვადებია:
კონკურსის გამოცხადება - 12.02.2018;
საკონკურსო განაცხადების მიღების დაწყება - 12.03.2018;
საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულება - 16.03.2018;
საკონკურსო კომისიის მუშაობა - 19.03-23.03.2018;
კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება - 26.03.2018;
კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება - 27.03-29.03.2018;
კონკურსის საბოლოო შედგების გამოცხადება - 02.04.2018.
კონკურსზე წარსადგენი პროექტის თანდართული დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება;
- პროექტის პასპორტი;
- პროექტში მონაწილეთა პირთა CV (ბნსუ-ში მოქმედი ფორმით; სტუდენტის და მაგისტრანტის შემთხვევაში - ასევე, ცნობა სტუდენტის სტატუსის, სწავლების სემესტრის და აკადემიური მოსწრების შესახებ).
პროექტის განცხადების, პასპორტისა და ხარჯთაღრიცხვის ფორმები იხილეთ შესაბამის ბმულებში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
საკონტაქტო ტელეფონები: 0422 29 32 32; 593 44 22 85.
პროექტის/ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა
პროექტის/ღონისძიების/ნაშრომის პასპორტი (აღწერილობა)
