სიახლეები უკან

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

18 მარტი 2025

2025 წლის 18 მარტს, ბნსუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც მიეძღვნა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას და დეტალურ სამოქმედო გეგმას.

შეხვედრის ფარგლებში განიმარტა საერთაშორისო კვლევითი პროექტების, ერთობლივი პუბლიკაციებისა და აკადემიური ღონისძიებების მიმართულებით განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლები. მონაწილეებს გაეცნოთ შესრულების ვადები, პასუხისმგებელი პირები და საჭირო რესურსები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შედეგზე ორიენტირებულ დაგეგმვას.

შეხვედრამ ხელი შეუწყო პროცესების გამჭვირვალობასა და მონაწილეთა ჩართულობის ზრდას.