სამეცნიერო პიკნიკი

23 სექტემბერს ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი გაიხსნა. ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.
რეგიონში მოქმედმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 32 კარავი წარადგინეს. მოეწყო სამეცნიერო შოუ, შემეცნებით-გასართობ სამეცნიერო აქტივობები, სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის პროექტების და კონსტრუქციების გამოფენა, სახალისო ვიქტორინები და ექსპერიმენტები.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფლეშმობი დადგეს. სასწავლებლის ბენდის "SIlver drops" წევრებმა კი მუსიკალური ნომრები წარადგინეს. ასევე შედგა დოკუმენტური ფილმის „ამბავი თორმეტი სავანისა" ჩვენება.
სამეცნიერო პიკნიკი მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას,მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის,საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას,ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოებას.
თემასთან დაკავშირებით მომზადებული სატელევიზიო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ

