სიახლეები უკან

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“.

23 დეკემბერი 2016

frarsm1.jpg


2016 წლის 21 დეკემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა კონფერენცია მოამზადეს ბნსუ-ს პროფესორმა, ისტორიკოსმა ნაირა ტაბიძემ და საზღვაო-საინჟინრო და ლოგისტიკის ფაკულტეტების I სტუდენტებმა. კონფერენციაზე მომხსენებლებმა წარმოადგინეს ნაშრომები საქართველოს მეფეების - ფარსმან ქველის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ერეკლე მეფის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბნსუ-ს ლექტორ-მასწავლებლები, სტუდნეტები, მოწვეული სტუმრები. კონფერენციამ ამაღლებული განწყობით ჩაიარა, ძალზე ცხარედ და საინტერესოდ განვითარდა დებატები კონფერენციის მეორე ნაწილში. ბნსუ ულოცავს პირველკურსელებს წარმატებულ სამეცნიერო-პრაქტიკულ დებიუტს და წარმატებებს უსურვებს მათ.