სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი ბნუ-ში
27 ნოემბერი 2025
2025 წლის 26 ნოემბერს, ბნუ-ს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ბათუმის მუნიციპალური განყოფილების წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ სტუდენტებთან და პროფესიულ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ვიცე-პოლკოვნიკმა, აბესალომ ქარცივაძემ დამსწრეებს გააცნო თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ასევე გაწვევის პროცესში არსებული ახალი პირობები და შეთავაზებები.
სტუდენტებმა მიიღეს მათთვის საჭირო და პრაქტიკული ინფორმაცია, ხოლო შეხვედრის ბოლოს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის შესაძლებლობაც მიეცათ.
