სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრები საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ მეზღვაურ პერსონალთან
2026 წლის 4 მარტს, ბნუ-ში გაიმართა სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრები საგანმანათლებლო პროგრამების „საზღვაო ნავიგაცია“ და „გემის მექანიკა“ ხელმძღვანელების მიერ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღნიშნული პროგრამების განმახორციელებელი მეზღვაური პერსონალის წარმომადგენლები.
შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, სასწავლო პროცესის ეფექტიანად ორგანიზების მექანიზმები და მეზღვაური პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობა სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების განვითარებაში.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის ინფორმირება მიმდინარე პროცესების შესახებ, გამოცდილების გაზიარება და პროგრამების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების ხელშეწყობა.
