სამუშაო შეხვედრა ბნსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობასა და უფროსკურსელებთან
25 სექტემბერი 2018

2018 წლის 25 სექტენბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სამუშაო შეხვედრა ბნსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობასა და უფროსკურსელებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბნსუ-ს თვითმმართველობის 2018-19 სასწავლო წლის სამუშაო გეგმა, ასევე, სასწავლო წლის დაწყებისათვის მზადების პროცესი და შესაბამისი აქტუალური საკითხები. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა პასუხი გასცა სტუდენტთა შეკითხვებს სარეიტინგო სისტემასთან და ბნსუ-ში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფასთან დაკავშირებით.

