სამუშაო შეხვედრა ბნსუ-ში 29.09.2019

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სამუშაო შეხვედრა გამართა.
ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნათია მიქელთაძემ პერსონალსა და ადმინისტრაციას 2018-19 სასწავლო წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში მოიცავდა:ბნსუ-ს საგანმანათლებლო საქმიანობისა და მისი თანამდევი პროცესების ანალიზს, სტუდენტთა, ლექტორ-მასწავლებელთა, კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს, სწავლის შედეგების ანალიზს, სტუდენტთა მიერ სასწავლო პროცესის საგნობრივი შეფასების ანალიზს, კმაყოფილების კვლევის კომპლექსური და ბლიც-გამოკითხვების შედეგებს, ჩარიცხვის დინამიკის ანალიზს, ასევე, წარმოდგენილი იქნა 2018-19 წლის SWOT-ანალიზი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა წარმოადგინა რეკომენდაციები და მაკორექტირებებლი ქმედებები, რომლებიც, ამოქმედდება აკადემიური საბჭოზე ანგარიშის განხილვის შემდგომ.
