სამუშაო შეხვედრა ბნსუ-ში
4 აპრილი 2012
2012 წლის 4 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებით. ბნსუ რექტორის მოადგილემ, ნ. მიქელთაძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და დაინტერესებულ პედაგოგებს წარუდგინა ინფორმაცია პროფესიული განათლების პირველ სამ საფეხურზე არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ.
ნ. მიქელთაძემ წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, აგრეთვე, თვითშეფასები კითხვარის ნიმუში, რომელიც უნდა შეავსოს აღიარების მსურველმა. შეხვედრა საქმიან და საინტერესო გარემოში წარიმართა.
