სიახლეები უკან

სამუშაო შეხვედრა ბნსუ-ში

19 ივნისი 2018

sam_shexv_bnsushi_13.jpg

2018 წლის 19 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ჩერნიგოვის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი ოლგა რუდენკო. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ბნსუ-სა და ჩნტუ-ს შორის ურთიერთობათა გაღრმავების სტრატეგია, შედგა მოლაპარაკება სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ძირითადი პირობების შესახებ, დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო აქტივობები.