სიახლეები უკან

სამუშაო შეხვედრა დამსაქმებელთან 14.02.2020

16 თებერვალი 2020
  86457671_3289383514405546_6882075429822267392_n.jpg   2020 წლის 14 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკისა და დასაქმების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბნსუ-ს პარტნიორ დამსაქმებელ კომპანიებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საკუინგო და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის კანცლერმა, რექტორის მოადგილემ, დეკანებმა, ბნსუ-ს სტუდენტებმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა. ბნსუ-ს კანცლერმა წარუდგინა პარტნიორ დამსაქმებლებს ბნსუ-ს პრაქტიკისა და დასაქმების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა საკრუინგო კომპანიების ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია ინგლისურენოვანი პროგრამების - ,,საზღვაო ნავიგაცია“, ,,გემის მექანიკა“ - შემუშავების მიმდინარე მდგომარეობის შესახებ, მოისმინა მათი შენიშვნები და რეკომენდაციები. შეხვედრის ფარლებში მოხდა დამსაქმებელთა კმაყოფილების კვლევის კითხვარების მოდიფიცირება დამსაქმებელთა მოსაზრებების გათვალისწინებით. შეხვედრის ბოლოს დამსაქმებლები შეხვდნენ ბნსუ-ს სტუდენტებს, უპასუხეს მათ შეკითხვებს, მისცეს რეკომენდაციები გასაუბრების წარმატებით გავლისა და პირადი დოკუმენტაციის სწორად წარდგენის წესების თაობაზე.