სიახლეები უკან

სამუშაო შეხვედრა სასწავლო პროცესის ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის გამოყენების საკითხებზე

26 მარტი 2025

2025 წლის 26 მარტს, ბნსუ-ში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა სასწავლო პროცესის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პერსონალისთვის.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სტუდენტის სტატუსის მართვის პროცედურები, პირველადი და სემესტრული რეგისტრაციის პროცესები და შეფასებების სისტემაში დროული ასახვა. მონაწილეებს გაეცნოთ ხშირი ტექნიკური ხარვეზები და მათი პრევენციის გზები. შეხვედრის მიზანი იყო მონაცემების სისწორისა და კანონმდებლობით დადგენილ ვადებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ეფექტიან მართვას.