სიახლეები უკან

სამუშაო შეხვედრა სასწავლო პროცესის ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის შესახებ

15 მაისი 2026

2026 წლის 15 მაისს, ბნუ-ს სტუდენტთა რეგისტრაციის, გამოცდების, შეფასებისა  და მონიტორინგის სამსახურმა სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა სასწავლო პროცესის ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის გამოყენების საკითხებზე.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების ძირითადი საკითხები, მათ შორის: სასწავლო მასალებზე წვდომისა და გამოყენების წესები, დავალებების ატვირთვისა და გაგზავნის პროცედურები, შეფასების სისტემა, ასევე დასკვნით გამოცდებზე დაშვების წინაპირობები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ინტერაქტიული შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები ელექტრონული სისტემის გამოყენების დეტალებს გაეცნენ და მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.