სიახლეები უკან

სამუშაო ვიზიტი კლაიპედას უნივერსიტეტში

1 მაისი 2024

2024 წლის 22-26 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი, მიხეილ კერიმოვი, კლაიპედას უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ კერიმოვმა მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციები ჩაუტარა და საერთაშორისო კვირეულს დაესწრო.

ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ბნსუ წლებია კლაიპედას უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამას ახორციელებს.