სამუშაო ვიზიტი სპლიტის უნივერსიტეტში
20 მაისი 2024
2024 წლის 13-18 მაისს, ბნსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,გემის მექანიკის" განმახორციელებელი - მოწვეული სპეციალისტი დემურ ქათამაძე, სამუშაო ვიზიტით სპლიტის უნივერსიტეტში (ხორვატია) იმყოფებოდა.
ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში განხორციელდა. ბ-მა დემურმა მასპინძელი უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციები ჩაუტარა.
სპლიტის უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში პერსონალისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამას ახორციელებს.
