სიახლეები უკან

სამუშაო ვიზიტი ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში

27 აპრილი 2023

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ჭილაია და ასოცირებული პროფესორი თამარ დიასამიძე აკადემიური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმყოფებიან.

ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ის 2023 წლის 24 აპრილს დაიწყო და 28 აპრილს დასრულდება.

ვიზიტის მიზანია, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ლექციების ჩატარება და გამოცდილების გაზიარება. შესაბამისად ვიზტის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდება ლექციები და ბნსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაიზიარებენ უცხოელი კოლეგების პრაქტიკას შესაბამის დეპატრამენტებში.