საპილოტე პროექტ “The Global Maritime Professional – Body Of Knowledge” (“GMP-BOK”) გამარჯვებულები 05.07.2021

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,საზღვაო ნავიგაციის“ ორ სტუდენტს - თორნიკე გელაძესა და ენრიკო შერვაშიძეს ორი სასწავლო წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება.
სტუდენტები უნივერსიტეტის მიერ ნომინირებული იყვნენ საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციისა (IAMU) და Nippon Foundation-ის მიერ ფინანსური მხარდაჭერით ინიცირებულ საპილოტე პროექტში “The Global Maritime Professional – Body of Knowledge” (“GMP-BOK”).
სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს შესარჩევი პროცედურა და შედეგად, მათ დაუფინანსდებათ სწავლის საფასური შემდეგი ორი სასწავლო წლის განმავლობაში.
საპილოტე პროექტი „GMP-BOK” ხორციელდება საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტიების ასოციაციის (IAMU) მიერ Nippon Foundation-ის სრული მხარდაჭერით.
ბნსუ, როგორც საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტიების ასოციაციის (IAMU) წევრი უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და მხარს უჭერს მის მიერ ინიცირებულ პროექტებს.
