სიახლეები უკან

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენცია

22 ივლისი 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა-კანცლერმა, ლალი ხვედელიძემ, მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში.

ორდღიანი ფორუმი მეცნიერების, განათლებისა და კვლევის სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა თანამედროვე სამეცნიერო ტენდენციების განხილვას, სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენას, ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერას.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მკვლევართა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

სამეცნიერო კონფერენცია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ფოტოების წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო