სიახლეები უკან

საქართველოს საზღვაო კაპიტანთა ასოციაციის საერთო კრება

28 მარტი 2019

DSC_0491.JPG

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს საზღვაო კაპიტანთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა. შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

საქართველოში საზღვაო განათლების განვითარების კონცეფცია მომხსენებელმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა პარმენ ხვედელიძემ წარადგინა. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა დოკუმენტის ძირითად პუნქტებზე ისაუბრა, განიხილა საზღვაო განათლების განვითარების აუცილებლობა. საზღვაო განათლების განვითარების კონცეფცია საბჭოს ყველა წევრს გადაეცა, რათა რეკომენდაციები შემუშავდეს. დოკუმენტი სრულყოფილად შემუშავების შემდეგ განსახილველად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაეცემა.

მეორე საკითხად ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრებმა შორეული ნაოსნობის კაპიტნისთვის-რომან ახობაძისთვის საპატიო ბათუმელის წოდების შესახებ ბათუმის მერიისთვის მიმართვის საკითხი განიხილეს.

საქართველოს საზღვაო კაპიტანთა ასოციაციის საერთო კრებას წევრთა 2/3 დაესწრო. შემადგენლობაში 35 კაპიტანი, 25 უფროსი მექანიკოსი და 30 ექსპლუატაციის დონის მეზღვაურია.