სიახლეები უკან

საქმიანი ვიზიტით კვიპროსში

12 ოქტომბერი 2022
2022 წლის 10-12 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა საქმიანი ვიზიტით კვიპროსში იმყოფებოდა. ბნსუ-ს კანცლერი, ლალი ხვედელიძე, რექტორის პირველი მოადგილე, გელა გვარიშვილი და ასოცირებული პროფესორი, ეკატერინე გვარიშვილი კომპანია “Bernhard Schulte Shipmanagement”-ის დაარსებიდან 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც ქალაქ ლიმასოლში გაიმართა. BSM (Bernhard Schulte Shipmanagement) გერმანული კომპანიაა, რომელთანაც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთაშორისო სანაოსნო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს. ამასთან, უმსხვილესი სანაოსნო კომპანია 650 სხვადასხვა სახელობის გემის მენეჯმენტს ახორციელებს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, აღნიშნული კომპანიის ხელმღვანელობას შეხვდნენ.   მათ შორის იყვნენ:
  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ევა როდრიგესი;
  • საკადეტო პროგრამის დეპარტამენტის უფროსი, ათანასიოს პანუცოპულოსი;
  • აღმასრულებელი დირექტორი.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ბნსუ-ს წარმომადგენლები დაესწრნენ ღონისძიებას სახელწოდებით “Maritime Cypros Conference 2022 ”, სადაც განხილული იქნა საზღვაო დარგში არსებული მიღწევები და გამოწვევები. ბნსუ-ს კანცლერმა და რექტორის პირველმა მოადგილემ ასევე შეხვედრები გამართეს ინტერკოლეჯის, ნიკოსიის უნივერსიტეტისა და კვიპროსის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან. მხარეებმა ერთმანეთს საგანმანათლებლო სისტემაში გამოცდილება გაუზიარეს და ერთობლივი გაცვლითი პროგრამების საკითხები განიხილეს. კვიპროსში განხორციელებული საქმიანი ვიზიტი 3 დღიანი იყო და10-11-12 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.