სართაშორისო კონფერენცია ბაქოში

2018 წლის 3-4 მაისს, აზერბაიჯანში, ბაქოს სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,საზღვაო ტრანსპორტოს პრობლემები". კონფერენციას ესწრებოდა ბნსუ-ს პროფესორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი დურსუნ ცინცაძე. კონფერენციისათვის მოხსენებები მოამზადეს ბნსუ-ს რექტორმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ, პროფესორებმა ვალერიან იმნაიშვილმა, შოთა ბარამიძემ, პედაგოგმა როსტომ გოგიტიძემ. კონფერენცია ძალზე დატვირთულ და ნაყოფიერ გარემოში წარიმართა. კონფერენციის ფარგლებში მოხდა გამოცდილების გაცვლა სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო დარგის წარმომადგენლებთან.

