სიახლეები უკან

"სასწავლო დისკუსია და როლური თამაშები"

1 თებერვალი 2013

30 იანვარს და 1თებერვალს 
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა 
ჩაატარა თრენინგი უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელთათვის ”აქტიური სწავლება უმაღლეს სასწავლებელში” - „სასწავლო დისკუსია და როლური თამაშები“ (ზამთრის სესია 2013 წ.) თრენინგზე განიხილეს თანამშრომლობითი სწავლების მოდგომები და ტექნოლოგიები სტუდენტთა სოციალური და საკომუნიკაციო უნარების გასავითარებლად: აქტიური და კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი დისკუსია-მსჯელობის სტრატეგიები და როლური თამაშები. მსმენელებმა შეიმეცნეს, როგორ განუვითარონ სტუდენტებს დისკუსიის უნარ-ჩვევები და როგორ გამოიყენონ სიმულაციები და როლური თამაშები სოციალური უნარ-ჩვევების გასავითარებლად.