საუდის არაბეთის სამეფოს დელეგაციის ვიზიტი ბნსუ-ში
2 ოქტომბერი 2024
2024 წლის 1 ოქტომბერს, ბნსუ-ს საუდის არაბეთის ტრანსპორტის გენერალური უწყების, საზღვაო კვალიფიკაციის, აკრედიტაციის და მეზღვაურთა საკითხების გენერალური დირექტორატის წარმომადგენელთა დელეგაცია და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
სტუმრებს ბნსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-კანცლერი, რექტორის მოადგილე და სტუდენტური სერვისების სამსახურის ხელმძღვანელი შეხვდნენ და უნივერსიტეტისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნენ.
