საზღვაო ნავიგაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ ! 05.11.2020
5 ნოემბერი 2020


საზღვაო ნავიგაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ !

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტი „National Korea Maritime & Ocean University“, ბნსუ-ს სტუდენტებს „Global Invitation Program in the field of Maritime and Ocean Sciences“-ის ფარგლებში აძლევს შესაძლებლობას 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ისწავლონ მათთან.

სტუდენტების ნომინირება მასპინძელ უნივერსიტეტში განხორციელდება ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა, უნდა წარმოადგინგონ შემდეგი დოკუმენტაცია:

შევსებული სააპლიკაციო ფორმა;

სამოტივაციო წერილი;

ნიშნების ფურცელი;

უცხოენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

საერთაშორისო პასპორტის ასლი;

სწავლის პერიოდი: მარტი 2021 - ივნისი 2021

აპლიკანტს უნდა ქონდეს დასრულებული მინიმუმ 3 სემესტრი.

საბუთების წარდგენის ვადა ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში: 15 ნოემბერი, 2020.

(კორეის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული სტუდენტი კორეის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეესვლისას გაივლის 14 დღიან კარანტინს, შესაბამისად შერჩეული სტუდენტი კორეაში უნდა ჩავიდეს თებერვლის შუა რიცხვებში, მოიხადოს კარანტინი და მარტის დასაწყისში დაიწყოს სწავლა).

დაფინანსება: აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შერჩეულ სტუდენტს დაუფინანსდება ორმხრივი ავიაბილეთი, საცხოვრებლი, საკვები და სწავლის საფასური მასპინძელ უნივერსიტეტში.

შერჩეული კანდიდატი თვითონ უზრუნველყოფს კორეაში ცხოვრების ყოველდღიურ ხარჯებს და საერთაშორისო ჯამრთელობის დაზღვევის ხარჯს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსს ელ-ფოსტაზე:
international@bntu.edu.ge