საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეა 2021 (AGA21) 25.10.2021

2021 წლის25-28 ოქტომბერს, ქალაქალექსანდრიაში, ეგვიპტე საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეა 2021 (AGA21) იმართება.
გენერალურ ასამბლეაში უნივერსიტეტის სახელით მოანწილეობს ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი გიორგი გაბედავა.
ასამბლეის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენციები, როგორც სტუდენტებისთვის ასევე, აკადემიური პერსონალისთვის. რომელშიც მონაწილეობას იღებს ბნსუ-ს ორი პროფესორი და ორი სტუდენტი.
ყოველწლიური გენერალური ასამბლეა საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და აერთიანებს ექსპერტებსა და IAMU-ს წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.
AGA21-ის მასპინძელია არაბეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტრანსპორტის აკადემია.
