სიახლეები უკან

სემინარი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 15.01.2020

15 იანვარი 2020

83459375_3214619291881969_7650014787778117632_o.jpg

 

„ლიდერობა და წარმატების ფსიქოლოგია“ - ტრენინგი ამ სახელწოდებით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში დაიწყო.

სწავლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებულების პერსონალს უტარდება.

სემინარს კავკასიის სამართლის აკადემიის გენერალური დირექტორი გიორგი მათიაშვილი უძღვება.

ტრენინგი რამდენიმე თემას მოიცავს:

საკუთარი თავის პრეზენტაცია და წარდგენა;

არსებული კომპლექსები და შიშები, მათი დაძლევის გზები;

ეფექტური კომუნიკაციის წინაპირობა და ფსიქიკური
დაძაბულობის მოხსნა;

სხეულის ენა და პათოლოგიური ჩვევები;

საჯარო გამოსვლის ხელოვნება, ლიდერის უნარ-ჩვევები;

სწავლება 13 იანვარს დაიწყო და 17 იანვარს დასრულდება.