შეხვედრა DAAD-ის წარმომადგენელთან

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში DAAD-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენელმა სტუდენტებს და პერსონალს გააცნონო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გრანტებს და სტიპენდიებს სთავაზობს DAAD-ი როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ / ადმინისტრაციულ პერსონალს გერმანიაში სწავლისა თუ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
შეხვედრა ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. DAAD აერთიანებს ადამიანებსა და მეცნიერებას. დაარსდა 1925 წელს ჰაიდელბერგში, სტუდენტების ინიციატივით, დღესდღეობით კი ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფონდს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლას.
დაარსებიდან დღემდე DAAD-მა 2 მილიონი ადამიანი დააფინანსა გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ. DAAD-ის საქმიანობა სცილდება მხოლოდ სტიპენდიების სფეროს. DAAD ხელს უწყობს გერმანული უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციას, აძლიერებს საზღვარგარეთ გერმანისტიკას და გერმანულს, როგორც უცხო ენას, განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყნებს ეხმარება კონკურენტუნარიანი უმაღლესი სასწავლებლების შექმნაში, იმავდროულად კონსულტაციას უწევს განათლების, მეცნიერებისა და განვითარების პოლიტიკის სფეროს ექსპერტებს.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში 1988 წლიდანაა წარმოდგენილი. ბიუჯეტი სხვადასხვა ფედერალური სამინისტროების, პირველ რიგში კი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ევროკავშირის სახსრებით ფინანსდება.
შეხვედრის შესახებ მომზადებული სატელევიზიო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

