შეხვედრა აჭარის საარქივო სამმართველოს წარმომადგენლებთან
2012 წლის 19 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და არქივის დოკუმენტებით დაკომპლექტების საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის მიზნით იმყოფებოდნენ აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომლები. აჭარის საარქივო სამმართველოს ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობისა და დაკომპლექტების განყოფილების უფროსმა ბატონმა თენგიზ სალუქვაძემ ისაუბრა ძირითადი ნორმატიული დოკუმენტების დამუშავების ახალ მოთხოვნებზე, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა საქმისწარმოებისა და დოკუმენტების არქივაციის დროს.
ბნსუ მომავალში გეგმავს თანამშრომლობას აჭარის საარქივო სამმართველოსთან ხელშეკრულების საფუძველზე, რაც დაეხმარება უნივერსიტეტს საქმისწარმოების პროცედურების სრულყოფაში.
