შეხვედრა ბიზნესის უწყვეტობის გეგმის მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესების შესახებ
2 დეკემბერი 2025
2025 წლის 2 დეკემბერს, ბნუ-ში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებისა და პერსონალისთვის, რომელიც დაეთმო ბიზნესის უწყვეტობის გეგმის მონიტორინგისა და პერიოდული ანგარიშგების საკითხებს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა გეგმის რეგულარული განახლების პროცედურები და ინციდენტის შემდგომი ანგარიშგების მექანიზმები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია განხორციელებული გაუმჯობესებებისა და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს უწყვეტ გაუმჯობესებასა და ინსტიტუციური მდგრადობის გაძლიერებას.
