შეხვედრა ბნსუ-ს კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთან
2013 წლის 28 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ბნსუ-ს კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ იმ საკრუინგო და სატრანსპორტო ფირმების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე არაერთი წელია თანამშრომლობენ უნივერსიტეტთან სახელშეკრულებო პირობებით. შეხვედრა მიეძღვნა ბნსუ საგანმანათლებლო პროგრამების განხილვას. ბნსუ-ს ადმინისტრაციამ წინასწარ გაუგზავნა დამსაქმებლებს შესაბამისი დარგის განხორცილებედი პროგრამები. შეხვედრაზე დამსაქმებლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და მოთხოვნები პროგრამებთან დაკავშირებით. აგრეთვე, ჩატარდა დამსაქმებელთა გამოკითხვა ანკეტირების მეშვეობით. აღნიშნულ ღონისძიებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ბნსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამათა გაუმჯობესებისა და დახვეწის პროცესში.
