შეხვედრა ეპიდემიოლოგთან 11.06.2020

2020 წლის 11 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ეპიდემიოლოგ ნონა ეფაძესთან.
ბნსუ-ს ადმინისტრაციულ და დამხამრე პერსონალს ჩაუტარდა კონსულტაცია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის ზომებთან, არსებული რეგულაციების დაცვასა და უსაფრთხო სამუშაო პიროებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
ეპიდემიოლოგმა ნონა ეფაძემ დაათვალიერა ბნსუ-ში საგანგებოდ მოწყობილი სასწავლო ფართები, შეაფასა სამუშაო პირობების უსაფრთხოების დონე და არსებულ რეგულაციებთან ბნსუ-ს შესაბამისობა, დაადასტურა ბნსუ-ს მზაობა საქმიანობის განახლებისათვის.
ასევე, ექიმმა უპასუხა ბნსუ-ს პერსონალის კითხვებს და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.
