სიახლეები უკან

შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ 15.05.2020

15 მაისი 2020

97135365_686288075517679_6497273680387637248_n.png

 

2020 წლის 15 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა აშშ-ს საელჩოს აკადემიური და პროფესიული გაცვლითი პროგრამებიბს შესახებ.

შეხვედრა აშშ-ს საელჩო საქართველოში წარმომადგენლებმა თეა კუჭუხიძემ და ირაკლი მალანიამ გამართეს.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის რელევანტური და საელჩოს მიერ შეთავაზებული პროგრამები;ასევე, განხილულ იქნა პროგრამები, რომლებიც რელევანტურია უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

შეხვედრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებითა და აშშ-ს საელჩოს საქართველოში მხარდაჭერით განხორციელდა.