სიახლეები უკან

შეხვედრა გაცვლითი პროგრამის შესახებ

8 ნოემბერი 2019

 

7.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით თავისუფალ სივრცეში გაიმართა.

სამსახურის უფროსმა, გიორგი გაბედავამ ახალგაზრდებს ERASMUS + პროგრამა, მოთხოვნები, დადებითი მხარეები და შესაძლებლობები გააცნო.

სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ინგლისურ ენაში ინსტიტუციონალური გამოცდის ჩატარების შესახებ. გაეცნენ საგამოცდო ტესტის სტრუქტურას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თავისუფალ სივრცეში გაიხსნა საერთაშორისო განათლების კუთხე, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ უნივერსიტეტების, ორგანიზაციებისა და საელჩოების მიერ შეთავაზებულ სასწავლო სტიპენდიებს.