შეხვედრა გემთმფლობელებთან
14 მარტი 2019

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პარმენ ხვედელიძე, რექტორის მოადგილე გელა გვარიშვილი და კანცლერი ლალი ხვედელიძე, ბერძნული გემთმფლობელი კომპანიიის "CYPRUS BURSAV of SHIPPING" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მხარეებმა სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბნსუ-ს სტუდენტები პრაქტიკას ბერძნულ გემებზე გაივლიან. სავარაუდო თარიღად კი ზაფხულის სეზონი დასახელდა.

