სიახლეები უკან

შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან

9 მარტი 2019

 IMG_0108.JPG

„ჩვენთან სწავლა იქნება თქვენი დასაქმების გარანტი, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს წარმატებულ სამომავლო საქმიანობას. ბოლო 4 წლის მანძილზე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს საუკეთესო მონაცემები აქვს დასაქმებულთა მაჩვენებლით სხვა უმაღლეს საზღვაო სასწავლებლებთან შედარებით“ - ასე უპასუხა ბნსუ-ს რექტორის მოადგილემ ერთ-ერთი მოსწავლის კითხვას, რომელიც ხელვაჩაურში გაიმართა. ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან, დაინტერესდნენ რა უპირატესობა ექნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას. გელა გვარიშვილმა მათ განუმარტა, რატომ უნდა გააკეთონ მათ არჩევანი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტზე.

ბნსუ-ს სოციალურ და ჰუმანიტარ მეცნიერებათა კათედრის გამგემ ახალგაზრდებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ფაკულტეტების , სწავლებისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრას ესწრებოდა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტიც. ანასტასია ქაჯაიამ მოსწავლეებს საკუთარი არჩევანის ისტორია გაუზიარა და აღნიშნა, რომ თავად მეზღვაურობაზე ოცნებობს.

ანასტასია ქაჯაია: „არ არსებობს ქალური და კაცური პროფესიები , იყავით თამამები სამომავლო საქმიანობის არჩევისას. მოუსმინეთ საკუთარ მისწრაფებებს და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებებს. მე თავად ამ გზას შევუდექი და სტერეოტიპები არ მაშინებს. ის, რომ სასწავლებელში ერთადერთი გოგო ვარ, უჩვეულო ფაქტია, თუმცა იმდენად მიყვარს ეს საქმე, რომ არ ვაპირებ უკან დახევას. სწავლის ხარისხით კმაყოფილი ვარ, ეს არის სასწავლებელი, რომელიც პროფესიონალ და კონკურენტუნარიან კადრად ჩამოგაყალიბებთ. მოგიწოდებთ არჩევანი თქვენც ბნსუ-ზე გააკეთოთ“

მსგავსი ტიპის შეხვედრებს დარგის პოპულარიზაციის მიზნით ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის წარმომადგებლობა პერმანენტულად მართავს. ფორმატი კითხვა-პასუხის რეჟიმია.

საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 6 წლის განმავლობაში სასწავლო უნივერსიტეტი განახორციელებს პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას. 

სასწავლებელში ამ ეტაპზე 500-მდე სტუდენტი ირიცხება, ფუნქციონირებს 2 ფაკულტეტი - საზღვაო–საინჟინრო ფაკულტეტი და ლოგისტიკის.