შეხვედრა კლაიპედას უნივერსიტეტის სტუდენტებთან 02.12.2021

2021 წლის 30 ნოემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გცნობითი შეხვედრა გამართა ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტის „კლაიპედას უნივერსიტეტი“ სტუდენტებთან, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთ სემესტრს გაატარებენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში.
შეხვედრის ფარგლებში სამსახურის უფროსმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ბნსუ-ს სასწვლო პროცესის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სტუდენტთა მხარდამჭერის ღონისძიებების შესახებ.
ასევე, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოსა და მისი საგანმანათლებლო სიტემის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატი, სადაც სამსახურის უფროსმა ყველა დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
