შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 6 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და ლანჩხუთის 1-ლ საჯარო სკოლას. ბნსუ-ს თანამშრომლებმა წარუდგინეს მუნივიპელიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლათა დირექტორებსა და ლანჩხუთის მინიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს პრეზენტაცია დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური რესურსის, საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო რესურსის, სტუდენტური ცხოვრების, უნივერსიტეტის პრიორიტეტებისა და საგანმანათლებლო პრივილეგიების შესახებ, გასცეს პასუხები აბიტურიენტთა შეკითხვებს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი უხდის გულითად მადლობას შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
