სიახლეები უკან

შეხვედრა ლეო ანთაძესთან

13 ნოემბერი 2025
2025 წლის 13 ნოემბერს, პატივი გვქონდა გვემასპინძლა საქართველოს სახალხო არტისტისთვის, ლეო ანთაძისთვის.

ბატონმა ლეომ განსაკუთრებული ოსტატობით წარმოთქვა ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველი კლასიკოსების ლექსები და პოემები, რითაც დამსწრე საზოგადოების წინაშე ემოციურად გამორჩეული და შთამბეჭდავი მხატვრული სახეები შექმნა.

ღონისძიებას უძღვებოდა პროდიუსერი და წამყვანი, ლადო ხელაშვილი, რომელმაც შეხვედრას დამატებითი ელფერი შესძინა.

ლეო ანთაძე უკვე 70 წელია ქართულ სცენასა და ხელოვნებას ემსახურება. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი გამორჩეული, მაყურებლისთვის უკვე კლასიკად ქცეული პერსონაჟი შექმნა და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამ ემოციურად დატვირთული და შთამაგონებელი შეხვედრისთვის