შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
1 მარტი 2017

2017 წლის 1 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს. ბნსუ-ს თანამშრომლებმა წარუდგინეს მუნივიპელიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლათა დირექტორებს პრეზენტაცია დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური რესურსის, საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო რესურსის, სტუდენტური ცხოვრების, უნივერსიტეტის პრიორიტეტებისა და საგანმანათლებლო პრივილეგიების შესახებ. მათ გასცეს პასუხები წამოჭრილ შეკითხვებს. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი უხდის გულითად მადლობას შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
